ელკომერციის სწრაფად მზარდ და კონკურენტულ გარემოში ონლაინ გადახდების ინტეგრაცია აღარ უნდა იყოს ხანგრძლივი და რთული პროცესი. ამისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გადახდების სისტემის არჩევა, რომელიც მარტივად ინტეგრირდება, უსაფრთხოა და მომხმარებლებს გადახდის კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
Flitt-ის გადახდების საერთაშორისო პლატფორმა საშუალებას გაძლევთ მარტივად დააინტეგრიროთ ონლაინ გადახდები და ერთი სისტემით მიიღოთ წვდომა გადახდის ყველა თანამედროვე მეთოდზე: ბარათით გადახდა, ციფრული საფულე (Apple Pay და Google Pay), ღია ბანკინგი, განაწილება, ბმულით გადახდა, Subscription გადახდები და თანხის განაღდება.
მზა ინტეგრაციები და პლაგინები პოპულარული ონლაინ პლატფორმებისთვის
იმისთვის, რომ გადახდები თქვენს ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში მარტივად ჩააშენოთ და ინტეგრაციის პროცესი ზედმეტი ტექნიკური სირთულეების გარეშე დაასრულოთ, Flitt გთავაზობთ მზა ინტეგრაციებს პოპულარულ პლატფორმებთან: Shopify, WooCommerce, Wix, Tilda, Storera და სხვა.
მზა პლაგინები მინიმუმამდე ამცირებს ტექნიკურ სამუშაოებს და საშუალებას გაძლევთ, სწრაფად დაიწყოთ ონლაინ გადახდების მიღება.
მზა SDK-ები
Flitt ასევე გთავაზობთ მზა SDK-ებს ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის: Swift, Kotlin, React Native, Flutter, PHP, Python და Java.
SDK-ების დახმარებით შესაძლებელია გადახდის ფუნქციების სწრაფად დამატება და მომხმარებლისთვის კომფორტული გადახდის გამოცდილების შექმნა.
მობილური SDK-ები საშუალებას გაძლევთ, ბარათით, Apple Pay-თ და Google Pay-თ გადახდის ღილაკები პირდაპირ თქვენს მობილურ აპლიკაციაში ჩააშენოთ. ამ შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ Apple Pay-ისა და Google Pay-ის API-ების ცალ-ცალკე ინტეგრირება, დაშიფრული მონაცემების დამუშავება ან სერტიფიკატების მართვა – ამ პროცესებს Flitt ავტომატურად უზრუნველყოფს.
გადახდების ინტეგრაციის მრავალფეროვანი გზები
ყველა ბიზნესს განსხვავებული ტექნიკური საჭიროებები აქვს. სწორედ ამიტომ, Flitt ბიზნესებს გადახდების ინტეგრაციის რამდენიმე მეთოდს სთავაზობს:
გადახდის გვერდის თქვენს ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში ჩაშენება (Embedded)
თუ გსურთ, მომხმარებელი მთელი გადახდის პროცესის განმავლობაში თქვენს ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში დარჩეს და მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილება მიიღოს, Embedded ინტეგრაცია საუკეთესო არჩევანია.
ამ ტიპის ინტეგრაცია ამცირებს კალათის მიტოვების ალბათობას და ზრდის Conversion Rate-ს. გარდა ამისა, Flitt გთავაზობთ გადახდის გვერდის დიზაინის მზა შაბლონებს, რომლებიც მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი ბრენდის ვიზუალურ იდენტობას.
Flitt-ის გადახდის გვერდზე გადამისამართება (Redirect)
თუ ონლაინ გადახდების დამატება მინიმალური ტექნიკური რესურსით გსურთ, Redirect ინტეგრაცია ოპტიმალური არჩევანია. ამ მეთოდის გამოყენებისას მომხმარებელი გადადის Flitt-ის დაცულ გადახდის გვერდზე, სადაც ირჩევს სასურველ გადახდის მეთოდს და უსაფრთხოდ ასრულებს ტრანზაქციას.
Redirect ინტეგრაცია განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც გადახდების მიღება მოკლე დროში, ვებგვერდის სტრუქტურაში მინიმალური ცვლილებებით სურთ.
პირდაპირი ინტეგრაცია (Direct)
პირდაპირი ინტეგრაცია საშუალებას გაძლევთ, გადახდები მიიღოთ უშუალოდ თქვენს ვებგვერდზე შეყვანილი ბარათის მონაცემებით. ამ შემთხვევაში, ბარათის მონაცემების დამუშავება თქვენი სისტემის გავლით ხდება, ამიტომ მერჩანტი უნდა აკმაყოფილებდეს PCI DSS უსაფრთხოების სტანდარტს.
Direct ინტეგრაცია საუკეთესო არჩევანია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ გადახდის პროცესზე სრული კონტროლი და შესაბამის ტექნიკურ რესურსს ფლობენ.
ინტეგრაციის მარტივი პროცესი
Flitt-ის ყველა გადახდის მეთოდის ინტეგრაცია მარტივია და დეველოპერების საჭიროებებზე მაქსიმალურადაა მორგებული. პლატფორმა გთავაზობთ დეტალურ API დოკუმენტაციას, მზა კოდების მაგალითებს, SDK-ებსა და 24/7-ზე ტექნიკურ მხარდაჭერას.
პლატფორმა ასევე გთავაზობთ AI ინსტრუმენტს – Flitt Integration Skill, რომელიც AI კოდინგ ასისტენტებს Flitt-ის შესახებ ოფიციალურ და ზუსტ ინფორმაციას აწვდის. შედეგად, დეველოპერები უფრო სწრაფად წერენ კოდს, ამცირებენ შეცდომების ალბათობას და ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო ჩქარდება.
სატესტო გარემო
გადახდების რეალურ გაშვებამდე მნიშვნელოვანია სისტემის შემოწმება. Flitt-ის სატესტო გარემო საშუალებას გაძლევთ, ინტეგრაცია რეალური ტრანზაქციების გარეშე, სატესტო მონაცემებისა და ბარათების გამოყენებით გამოცადოთ და დარწმუნდეთ, რომ გადახდების სისტემა სწორად მუშაობს მანამ, სანამ ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
დაიწყეთ ონლაინ გადახდების მიღება Flitt-თან ერთად
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ინტეგრაციის გზა და დააინტეგრირეთ Flitt-ის გადახდების პლატფორმა მარტივად. ინტეგრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით დეველოპერების დოკუმენტაციას.
