Flitt არის თიბისის წევრი ფინტექ კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს ონლაინ გადახდების მიღებისა და მართვის მარტივ, სწრაფ და უსაფრთხო გზებს.
კომპანიის მისიაა, რეგიონში ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ციფრული გადახდების მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც აქტუალურია გლობალურ ფინტექ ინდუსტრიაში. ასევე შექმნას გარემო, რომელიც სწრაფ განვითარებაში, მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებასა და შემოსავლის ზრდაში დაეხმარებათ.
ამჯერად, Flitt-მა ბიზნესებისთვის შექმნა მობაილაპი – Flitt Dashboard, რომელიც QR და ბმულით მიღებული გადახდების პირდაპირ ტელეფონიდან მართვის შესაძლებლობას აძლევთ, დამატებითი მოწყობილობების ან ტექნიკური ინტეგრაციის გარეშე.
აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდების მენეჯმენტს, რეპორტინგსა და ანალიტიკას. მისი საშუალებით, ბიზნესს შეუძლია რეალურ დროში აკონტროლოს ფულადი ნაკადები, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური გადახდების შემთხვევაში.
Flitt Dashboard-ის შესაძლებლობები
Flitt Dashboard ბიზნესებს აძლევს საშუალებას ერთი დეშბორდიდან:
- მიიღონ QR და ბმულით გადახდები
- აკონტროლონ ტრანზაქციები რეალურ დროში
- სწრაფად მოიძიონ ნებისმიერი ოპერაცია
- გაუგზავნონ ან ხელახლა გაუგზავნონ ქვითრები მომხმარებლებს
- მართონ თანხის დაბრუნებები
- აკონტროლონ conversion rate
- მიიღონ დეტალური რეპორტები და ანალიტიკა
აპლიკაციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია თანამედროვე ავტორიზაციის სისტემებით, მათ შორის: Face ID, Touch ID და PIN კოდი.
აპლიკაციის გადმოწერა:
„Flitt Dashboard არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ – ონლაინ გადახდების მართვა გავხადოთ მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი ბიზნესებისთვის. ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით ვქმნით ციფრული გადახდების მოქნილ ინფრასტრუქტურას, რომელიც სიმარტივის გარდა, არის უსაფრთხო და სანდო“,- გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CEO
კომპანია აგრძელებს განვითარებას, იმისათვის, რომ ყველა ზომის ბიზნესს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, რომლებიც სრულად შეესაბამება გლობალურ ფინტექ სტანდარტებს.
