ჩართე ღამის რეჟიმი

ონლაინგადახდების სისტემა ყველა ტიპის ბიზნესისთვის – როგორ ეხმარება Flitt პარტნიორ კომპანიებს ზრდაში

დღევანდელ ციფრულ სამყაროში ონლაინ გადახდების სისტემა ბიზნესისთვის მხოლოდ თანხის მიღების საშუალება აღარ არის – მათ სჭირდებათ გადაწყვეტა, რომელიც კონკრეტულად მათი ბიზნესის სპეციფიკას მოერგება და მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ გადახდის პროცესს შესთავაზებს.

Flitt არის ციფრული გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ეხმარება როგორც მცირე ბიზნესებს, ისე დიდ კომპანიებს მიიღონ და მართონ ონლაინ გადახდები ერთი მარტივი ინტეგრაციით. Flitt-ის ეკოსისტემა აერთიანებს გადახდის ყველა თანამედროვე მეთოდს და ბიზნესებს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადახდის საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ: ბარათით გადახდები, ციფრული საფულე (Apple Pay და Google Pay), ღია ბანკინგი (თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, კრედო ბანკისა და ლიბერთი ბანკის ანგარიშიდან გადარიცხვა), გადახდის ბმული, Subscription გადახდები, განაწილება .

გადახდების ერთი პლატფორმასხვადასხვა ინდუსტრიისთვის

ყველა ბიზნესს განსხვავებული საჭიროება აქვს, თუმცა მიზანი ერთია – მომხმარებლისთვის გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივება. სწორედ ამიტომ Flitt-ის პარტნიორებს შორის არიან როგორც ელექტრონული კომერციის კომპანიები, ისე ავიაცია, ტელეკომი, ფარმაცია, მიტანის სერვისები, სწრაფი კვების ქსელები, ავტოიმპორტიორები, სასტუმროები და სხვა ბიზნესები: Turkish Airlines, Glovo, Bolt, Wendy’s, KFC, Caucasus Auto, iSpace, Megatechnica, Extra.ge, IRAO, Wissol, Swoop.ge, TNET, GPC, Pharmadepot, Meama, Madart, Kinoafisha.ge, Cavea.ge, Lopota Lake Resort & Spa, Hotel Dreamland Oasis, Bodbe Hotel, Bioli Wellness Resort, 2Nabiji, Citycom, Magticom, Silknet, Fitpass და სხვა.

ავიაცია

Turkish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობა Flitt-ის გადახდის ბმულს იყენებს დისტანციური მომსახურებისთვის. მომხმარებელი ინვოისის მიღების შემდეგ რამდენიმე წამში იხდის ბარათით, Apple Pay-თ ან Google Pay-თ, ფილიალში მისვლის გარეშე. შედეგად, მომსახურება უფრო სწრაფი და კომფორტულია როგორც მომხმარებლისთვის, ისე კომპანიისთვის.

ტელეკომი

მაგთიკომის აპლიკაციაში Flitt-ის ინტეგრაციით აბონენტებს შეუძლიათ აპლიკაციიდან გაუსვლელად გადაიხადონ Apple Pay-თ, Google Pay-თ ან ღია ბანკინგით. ეს ამცირებს დამატებით ნაბიჯებს და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

Flitt-ის ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი  ხელმისაწვდომია Silknet-ის მომხმარებლებისთვისაც. Mysilknet აპლიკაციაში მათ შესაძლებლობა აქვთ მარტივად და უსაფრთხოდ გადაიხადონ Google Pay-თ და Apple Pay-თ.

ფარმაცია

GPC-ის და Pharmadepot-ს ონლაინ პლატფორმებზე მომხმარებლები Apple Pay-თ და Google Pay-თ პირდაპირ გადახდის გვერდზე იხდიან, დამატებითი გადამისამართების გარეშე. რაც უფრო მარტივია გადახდა, მით უფრო მაღალია შეძენის დასრულების ალბათობა.

ონლაინ ბიზნესებისთვის ტექნიკური სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Extra.ge Flitt-ს სტაბილური სერვისისთვის ენდობა. მასშტაბური კამპანიებისა და მაღალი დატვირთვის პერიოდშიც Flitt ინარჩუნებს ტექნიკურ სტაბილურობას, რაც გადახდების შეუფერხებელ პროცესს და მაღალ Conversion Rate-ს უზრუნველყოფს.

ელექტრონული კომერცია

Meama-სთვის Flitt-ის ინტეგრაცია კიდევ უფრო მარტივი იყო. ონლაინ მაღაზია Shopify პლატფორმაზეა აგებული. Flitt კი , უკვე ინტეგრირებულია პოპულარულ პლატფორმებთან: Shopify, WooCommerce, Wix, Tilda, Storera და სხვა. მზა ინტეგრაციები და პლაგინები ბიზნესს ელექტრონული კომერციის დაწყებასა და ოპერირებას უმარტივებს.

მიტანის სერვისები და ტრანსპორტი

Bolt და Glovo მომხმარებლებს სწრაფ და უსაფრთხო გადახდებს სთავაზობენ. ბარათით, Apple Pay-თ და Google Pay-თ გადახდის შესაძლებლობა შეკვეთის პროცესს ამარტივებს და მომხმარებლისთვის დამატებით ბარიერებს ამცირებს.

ასევე, Bolt ტაქსის აპში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად და კომფორტულად გადაიხადონ ბარათით, Apple Pay-თ და Google Pay-თ.

ავტოიმპორტი

Caucasus Auto-ში Flitt-ის ინტეგრაციამ გადახდის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. თუ ადრე მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებისთვის სხვადასხვა ტერმინალზე უწევდათ გადახდა, დღეს კომპანიის ინვოისები შეიცავს QR კოდს, რომლის დასკანერებისას ისინი თავად ირჩევენ გადახდის სასურველ მეთოდს: ბარათს, Apple Pay-ს ან Google Pay-ს.

სასტუმროები

სასტუმროებისთვის ონლაინ ჯავშნის პროცესში გადახდის სიმარტივე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Flitt-ის პარტნიორი სასტუმროები, მათ შორის Lopota Lake Resort & Spa, Hotel Dreamland Oasis, Bodbe Hotel და Bioli Wellness Resort, სტუმრებს უსაფრთხო და სწრაფ ონლაინ გადახდას სთავაზობენ. ბარათით, Apple Pay-თ და Google Pay-თ გადახდის შესაძლებლობა ჯავშნის პროცესს ამარტივებს და მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს.

რატომ ირჩევენ კომპანიები Flitt-?

გადახდის მრავალფეროვანი მეთოდების გარდა, Flitt პარტნიორებს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ეხმარება:

  • სწრაფი ინტეგრაცია API-ების, SDK-ებისა და სატესტო გარემოს დახმარებით;
  • Merchant Portal – სადაც ბიზნესები მართავენ ტრანზაქციებს, რეპორტებს, დაბრუნებებსა და ანალიტიკას;
  • Flitt Dashboard მობაილ აპი, რომელიც QR-ით და გადახდის ბმულით მიღებული გადახდების მართვას რეალურ დროში, პირდაპირ ტელეფონიდან უზრუნველყოფს;
  • PCI DSS Level 1 სტანდარტის შესაბამისი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა;
  • რეგიონული დაფარვა და სხვადასხვა ქვეყანაში ერთი პროვაიდერით გადახდების მიღების შესაძლებლობა.

პარტნიორობა, რომელიც ბიზნესის ზრდას უწყობს ხელს

დღეს წარმატებული ონლაინ გადახდების სისტემა მხოლოდ ტექნოლოგია აღარ არის. ის ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც გავლენას ახდენს გაყიდვებზე, მომხმარებლის კმაყოფილებასა და ეფექტიანობაზე.

სწორედ ამიტომ სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიები Flitt-ს ირჩევენ არა როგორც მხოლოდ გადახდების პროვაიდერს, არამედ როგორც ტექნოლოგიურ პარტნიორს, რომელიც ეხმარებათ გადახდების პროცესის გამარტივებაში, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბიზნესის ზრდაში.

თუ ეძებთ ონლაინ გადახდების სისტემას, რომელიც თქვენი ბიზნესის საჭიროებებს მოერგება, მომხმარებლებს გადახდის საუკეთესო გამოცდილებას შესთავაზებს და ზრდაში დაგეხმარებათ, გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით Flitt-ის პარტნიორი.

მსგავსი ბლოგები

ჩართე ღამის რეჟიმი
ჩართე ღამის რეჟიმი