დღევანდელ ციფრულ სამყაროში, კონკურენტუნარიანობისა და ბიზნესის ეფექტური მართვისთვის, ელკომერციისთვის აუცილებელია ჰქონდეს სწრაფი, უსაფრთხო და სტაბილური ონლაინ გადახდების სისტემა.
Flitt არის ციფრული გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ეხმარება როგორც სტარტაპებს, ისე დიდ ბიზნესებს მარტივად მიიღონ და მართონ ონლაინ გადახდები. მომხმარებლებს კი, გადახდის საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ – ერთიანი, მოქნილი და თანამედროვე გადახდების ეკოსისტემის საშუალებით.
ყველა გადახდის მეთოდი ერთ სისტემაში
Flitt საშუალებას გაძლევთ ერთი მარტივი ინტეგრაციით გქონდეთ წვდომა გადახდის ყველა თანამედროვე მეთოდზე, მათ შორის:
- ბარათით გადახდა
- ციფრული საფულე
- ღია ბანკინგი
- განვადება და განაწილება
- ბმულით გადახდა
- Subscription გადახდები
- განაღდება
ეს მიდგომა ამცირებს ტექნიკურ სირთულეებს და ქმნის მოქნილ გადახდების სისტემას ნებისმიერი ბიზნესისთვის.
ბარათით გადახდა
Flitt-ის SDK-ების დახმარებით შესაძლებელია Visa და Mastercard ბარათებით გადახდების მარტივი ინტეგრაცია ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში.
Flitt-ის გადახდების პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას:
- გადახდის გვერდი ჩააშენოთ საკუთარ ვებგვერდზე ან გამოიყენოთ Flitt-ის დომეინი
- მიიღოთ რეალურ დროში ანგარიშსწორებები
- გამოიყენოთ ბარათის უსაფრთხო დამახსოვრება განმეორებითი გადახდებისთვის
- უზრუნველყოთ თანხის სწრაფი დაბრუნება
- უწყვეტად მიიღოთ ტრანზაქციები და გაზარდოთ Conversion Rate
ციფრული საფულე (Apple Pay / Google Pay)
დღეს მილიონობით ადამიანი იყენებს Apple Pay-სა და Google Pay-ს ყოველდღიური გადახდებისთვის. Flitt გაძლევთ შესაძლებლობას, ეს მეთოდები მარტივად დააინტეგრიროთ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში და მომხმარებლებს გადამისამართებით ან გადამისამართების გარეშე შესთავაზოთ.
Apple Pay და Google Pay კომფორტულია როგორც ყოველდღიური გადახდებისთვის, ისე Subscription მოდელებისთვის, რაც მომხმარებლებს სწრაფ და მარტივ გამოცდილებას სთავაზობს.
ღია ბანკინგი (საბანკო ანგარიშიდან გადახდა)
ღია ბანკინგი არის გადახდის თანამედროვე მეთოდი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თანხა პირდაპირ მერჩანტის ანგარიშზე ნებისმიერი ბანკის ანგარიშიდან გადარიცხონ – შუამავლებისა და დაგვიანებების გარეშე.
გადახდის ამ მეთოდს ნაკლები საკომისიო აქვს, თანხა ანგარიშზე სწრაფად აისახება და არ მოიცავს ჩარჯბექებს.
Flitt-ის ღია ბანკინგით გადახდა ბიზნესებს აძლევს ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური ოპერაციების გამარტივების შესაძლებლობას.
განაწილება და განვადების ტრადიციული მეთოდები
Flitt თიბისი განვადების და განაწილების მარტივ ინტეგრაციას გთავაზობთ დამატებითი საკომისიოს გარეშე. ასევე ერთადერთია, ვინც ამ ფუნქციონალს Shopify-ზე აინტეგრირებს.
განაწილების შემთხვევაში, მომხმარებელი პროდუქტის ღირებულებას იხდის 4 თვეზე თანაბრად განაწილებით. რაც ნიშნავს, რომ პროდუქტს ყიდულობს იგივე ფასად რაც ღირს, ხოლო გადახდას თანაბრად, 4 თვეზე ანაწილებს.
განაწილება ინტეგრირებულია გადახდის გვერდზე და სერვისით სარგებლობა შესაძლებელია გადამისამართების გარეშე. გადახდების ამ მეთოდების ინტეგრაცია ზრდის მომხმარებლის ლოიალობას და გაყიდვებს.
ბმულით გადახდა
Flitt-ის ბმულით გადახდის სისტემა გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ დაცული გადახდის ბმული რამდენიმე წამში, დეველოპერის ჩართულობისა და ვებგვერდის გარეშე.
მისი გაზიარება შესაძლებელია ელფოსტით, SMS-ით ან ნებისმიერი სოციალური ქსელით, რაც ამ მეთოდს განსაკუთრებით კომფორტულს ხდის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
განაღდება
Flitt-ის განაღდების სისტემა უზრუნველყოფს თანხის უსაფრთხო გადატანას ნებისმიერი პლატფორმის ბალანსიდან საბანკო ბარათზე. სისტემა მხარს უჭერს მრავალვალუტიან ოპერაციებს და რეგიონულ დაფარვას, რაც განსაკუთრებით ეფექტურია საერთაშორისო ბიზნესებისთვის.
Subscription გადახდები
Flitt ავტომატურად მართავს განმეორებად გადახდებს და ამარტივებს Subscription მოდელების ინტეგრაციას. ბიზნესებს შეუძლიათ განსაზღვრონ ფასები, ხანგრძლივობა და გადახდის პერიოდები, ხოლო სისტემა უზრუნველყოფს სტაბილურ და ავტომატურ ტრანზაქციებს.
ამ მეთოდის ინტეგრაციით ბიზნესებს შეუძლიათ შემოსავლის პროგნოზირება და ლოიალური მომხმარებლების რაოდენობის ზრდა.
მარტივი ინტეგრაცია
Flitt-ის ყველა გადახდის მეთოდის ინტეგრაცია მარტივია და დეველოპერების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული. გადახდების პლატფორმა გთავაზობთ:
- API დოკუმენტაციას
- SDK-ებს (Swift, Kotlin, React Native, Flutter, PHP, Python, Java)
- სატესტო გარემოს რეალური ტრანზაქციების გარეშე
- 24/7-ზე ტექნიკურ მხარდაჭერას
ასევე Flitt Integration Skill-ს, რომელიც AI კოდინგ ასისტენტებს Flitt-ის შესახებ ოფიციალურ და ზუსტ ინფორმაციას აწვდის. ეს ამცირებს შეცდომებს და ისედაც უმარტივეს ინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო სწრაფს და მარტივს ხდის.
Flitt რეგიონში ქმნის გადახდების გარემოს, რომელიც ამარტივებს როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებლის ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს.
