შეამცირეთ ხარჯები საბანკო ანგარიშიდან გადახდის მეთოდით, რომელსაც სხვა მეთოდებთან შედარებით ნაკლები საკომისიო აქვს და არ მოიცავს ჩარჯბექებს.
მარტივი ინტეგრაცით, შესთავაზეთ მომხარებლებს სხვადასხვა ბანკის ციფრული არხებიდან გადახდის შესაძლებლობა.
საბანკო ანგარიშიდან გადახდა ნიშნავს თანხის პირდაპირ გადარიცხვას მერჩანტის ანგარიშზე, შუამავლებისა და დაგვიანებების გარეშე.
ყველაფერი Flitt-ით გადახდების მიღებაზე
რა ტიპის ბიზნესებს ემსახურებით?
Flitt-ის გადახდების პლატფორმის გამოყენება შეუძლია ყველა ზომის ბიზნესს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და მოლდოვაში.
რა არის საჭირო თანამშრომლობის დასაწყებად?
ონლაინრეგისტრაცია – https://portal.flitt.com/#/account/create
რომელი გადახდის მეთოდები გაქვთ?
ბარათით გადახდა, Google pay, Apple pay, ბანკის ანგარიშიდან გადახდა. მალე თიბისის განვადება/განაწილება და კრიპტო გადახდები.
რომელ იქომერს ვებგვერდზე არის შესაძლებელი Flitt-ის გადახდების სისტემის ინტეგრაცია?
Shopify, WIX, WooCommerce, Tilda და სხვა.
Flitt-ის ინტეგრაციისთვის აუცილებელია კომპანიას ჰქონდეს ვებგვერდი?
ვებგვერდის გარაშე შესაძლებელია ბმულით ან QR გადახდით სარგებლობა.
აუცილებელია თუ არა ბიზნესს ჰქონდეს გახსნილი საბანკო ანგარიში?
ბიზნესს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გახსნილი თიბისის საბანკო ანაგრიში.
სხვა გადახდების სისტემასთან ერთად Flitt-ის გადახდების სისტემის გამოყენება შესაძლებელია?
უპრობლემოდ არის შესაძლებელი.
ღია ბანკინგის უპირატესობა რა არის?
სხვა გადახდის მეთოდებთან შედარებით აქვს დაბალი საკომისიო და თანხა პირდაპირ ისახება მერჩანტის ანგარიშზე.
ბმულით გადახდის შემთხვევაში, Apple pay-ს და G-pay-ს გამოყენება უპრობლემოდ არის შესაძლებელი?
მომხმარებელი უპრობლემოდ შეძლებს ყველა გადახდის მეთოდით სარგებლობას.
რომელი ტიპის ბარათებია მხარდაჭერილი თქვენს პლატფორმაზე?
Visa და Mastercard ბარათები.
რამდენ ხანში ისახება გადახდები ანგარიშზე?
24 საათის განმავლობაში.
გაქვთ თუ არა საწყისი ან ყოველთვიური გადასახადი, თქვენი საკომისიოს გარდა, დამატებითი გადასახადი არის კიდევ, მაგალითად ბანკის?
Flitt-ის საკომისიოს გარდა, ბიზნესი დამატებით საკომისიოს არ იხდის.
Shopify-ზე რომ ჩავაინტეგრირო Flitt, მაინც მომიწევს Shopify-ს საკომისიოს გადახდა თითოეული ტრანზაქციიდან?
Shopify-ს საკომისიო სტანდარტულია.
გადახდების მიღება, დოლარში და ევროშიც არის შესაძლებელი?
Flitt-ის პლატფორმაზე შესაძლებელია, გადახდების, როგორც ლარში, ისე დოლარსა და ევროში მიღება.
თუ მომხმარებელმა დოლარით ან ევროთი იყიდა პროდუქტი, რომლის საფასურიც იყო ლარში. დაბრუნების შემთხვევაში, იმავე კურსით აესახება თანხა თუ შეცვლილით?
მომხმარებელს პროდუქტის საფასური დაუბრუნდება იმ კურსით, რა კურსითაც იყიდა, სხვაობა კი მერჩანტმა უნდა აანაზღაუროს.
როგორ წავშალო Flitt-ის ანგარიში?
Flitt-ის ანგარიშის წაშლის მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: support@flitt.com. წერილის სათაურად მიუთითეთ „Account Deletion“ და მოგვწერეთ: ელფოსტის მისამართი, რომლითაც ანგარიში გაქვთ დარეგისტრირებული და ანგარიშის წაშლის მიზეზი.
ანგარიშის წაშლის მოთხოვნები მუშავდება მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
რომელი ბანკის განვადებისა და BNPL სერვისების ინტეგრაციას გვთავაზობს Flitt?
ამჟამად საქართველოში Flitt გთავაზობთ თიბისი ბანკის განვადებას და BNPL – ს, მალე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება კრედოს, ლიბერთის და საქართველოს ბანკის.
სხვა პროდუქტები
ღია ბანკინგით გადახდა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია ონლაინ გადახდებისთვის. ტრანზაქცია სრულდება პირდაპირ ბანკის დაცულ გარემოში, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ, სანდო და უწყვეტ გადახდებს.
გადახდისას მომხმარებლებს არ სჭირდებათ დამატებითი მონაცემების შეყვანა, რაც კიდევ უფრო უსაფრთხოა.
Flitt-ის პლატფორმა უზრუნველყოფს სტაბილურ, უსაფრთხო და სწრაფ ონლაინ გადახდებს- მათ შორის ანგარიშიდან ანგარიშზე გადახდას (A2A Banking) და სხვა მოქნილ გადახდის მეთოდებს. ეს ქმნის სანდო და კომფორტულ გადახდის გამოცდილებას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის.
Flitt მიზნად ისახავს- საქართველოში შექმნას უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული ონლაინგადახდების გარემო.
Flitt-ის ონლაინ გადახდების პლატფორმა საშუალებას გაძლევთ მხოლოდ ერთი მარტივი ინტეგრაციით მიიღოთ წვდომა გადახდების მრავალფეროვან მეთოდებზე: ღია ბანკინგით (A2A Banking), ბარათით, ციფრული საფულით, განვადება-განაწილებით, ბმულით და სხვა მოქნილი მეთოდებით.
პროდუქტები
მენიუ
დოკუმენტაცია
გამოგვყევი
გამოგვყევი