fbpx

Flitt

გაზარდე ბიზნესის შემოსავალი და მომხმარებელს გადახდის საუკეთესო გამოცდილება შესთავაზე

ელკომერციის განვითარების მნიშვნელობა ბიზნესებისთვის

დღევანდელ  ციფრულ სამყაროში ბიზნესებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სტარტაპია თუ მსხვილი კომპანია, ეფექტური ოპერირება და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება  ელკომერციის განვითარების გარეშე თითქმის შეუძლებელია, რადგან ონლაინგაყიდვების სერვისს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანი სარგებელი და შესაძლებლობები მოაქვს, ვიდრე ხშირ შემთხვევაში აღიქმება. 

გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს უქმნის კომფორტს, ონლაინგაყიდვები ბიზნესებს ეხმარება  სტრატეგიული ბაზრების მარტივად ათვისებაში, conversion rate-ის გაუმჯობესებაში, ოპერაციული ხარჯების შემცირებასა და ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ბიზნესის სწრაფად განვითარებას.

თუმცა, მიუხედავად ინდუსტრიის ამხელა პოტენციალისა, არსებობს ბევრი გამოწვევა, რომელსაც ბიზნესები აწყდებიან და რომლებიც აფერხებს მათ წარმატებას: ონლაინგადახდების მარტივად მიღება და მართვა, კიბერსაფრთხეების ეპოქაში უსაფრთხოების შენარჩუნება, ბაზარზე ტექნოლოგიურად განვითარებული გადახდების პლატფორმების ნაკლებობა და სხვა. 

რაში დაეხმარება ელკომერციას Flitt? 

საქართველოში ელკომერცია 2009 წელს შემოვიდა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნელი ტემპებით ვითარდებოდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ბაზარზე  მოქნილი, მრავალფუნქციური და ტექნოლოგიურად განვითარებული ონლაინგადახდების პლატფორმების ნაკლებობა იყო. სწორედ ამიტომ შეიქმნა საერთაშორისო ონლაინგადახდების პლატფორმა Flitt, რომელიც ბიზნესებს აძლევს ყველანაირ შესაძლებლობას ელექტრონული კომერციის კონკურენტულ გარემოში ლიდერი პოზიციების მარტივად დასაკავებლად. 

უფრო დეტალურად რას გთავაზობთ Flitt:

გადახდის მოქნილი მეთოდები: Flitt თქვენი ბიზნესის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადონ მათთვის ყველაზე მისაღები, გადახდის სხვადასხვა მეთოდით- Apple Pay, Google Play, ბარათით გადახდა თუ სხვა, რაც აუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას და ზრდის გაყიდვებს. ამასთან, ბიზნესებს გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ცალ-ცალკე აღარ სჭირდებათ – ერთი გამარტივებული ინტეგრაციით, ავტომატურად აქვთ წვდომა პლატფორმაზე არსებულ გადახდის ყველა მეთოდზე.

რაც შეეხება გადახდის გვერდს, მერჩანტს შეუძლია ის საკუთარ ვებგვერდზე, თავისივე დიზაინით ჩააშენოს ან გადამისამართების საშუალებით, გამოიყენოს Flitt-ის გადახდის გვერდი. 

მერჩანტებს გადახდების მიღება ბმულითაც შეუძლიათ, რა შემთხვევაშიც ვებგვერდი აღარ სჭირდებათ. გადახდების ბმულით მიღება განსაკუთრებით კომფორტულია მცირე ზომის ონლაინ მაღაზიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვებგვერდი. 

მარტივი ინტეგრაცია: Flitt-ის მარტივი API-ს, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების (SDK) ნაკრებებისა და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკური მხარდაჭერის დამსახურებით, დეველოპერებისთვის სერვისის ინტეგრაცია უმარტივესია- ზედმეტი დროის, რესურსებისა და ძალისხმევის ხარჯვის გარეშე.

გადახდების მენეჯმენტი: Flitt-ის მერჩანტებს აქვთ პერსონალური სივრცე, რომელიც ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. აღნიშნული სივრცის მეშვეობით, მათ შეუძლიათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი.

უსაფრთხოება: კიბერსაფრთხეების ეპოქაში, Flitt მერჩანტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს PCI DSS სტანდარტების დაცვით. PCI DSS არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სტანდარტი გადახდების პროვაიდერებისთვის მსოფლიოში. Flitt-ი შეესაბამება PCI DSS Level 1-ს, რაც ადასტურებს მონაცემების უსაფრთხოდ შენახვასა და სენსიტიური ინფორმაციის დაცვას.

სტრატეგიული ბაზრების ათვისების შესაძლებლობა: Flitt ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, მიიღონ და მართონ გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. 

სტაბილური: Flitt მუშაობს შეფერხებების გარეშე ნებისმიერი დროის მონაკვეთში, რაც უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, ზრდის conversion rate-ს და ამცირებს ოპერაციულ ხარვეზებს. 

ვებ-კონსტრუქტორი: Flitt გადახდების მიღებას უმარტივებს იმ კომპანიებსაც, ვისაც ვებგვერდის შექმნის რესურსი არ აქვთ. პლატფორმა ფლობს ვებ-კონსტრუქტორს, რომლის დახმარებითაც მერჩანტებს 5 წუთში შეუძლიათ შექმნან საკუთარი ვებგვერდი. 

ვებ-კონსტრუქტორი უფასოა და გადახდების მიღება ჩართულია ნაგულისხმევი წესით.

მიიღე და მართე ონლაინგადახდები მარტივად

Რა არის Flitt? 

Flitt ონლაინგადახდების ახალი საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის მრავალფუნქციური სერვისიც ბიზნესებს, გადახდების მიღებისა და მართვის გამარტივებულ გამოცდილებას სთავაზობს; ასევე აძლევს შესაძლებლობას სწრაფად განვითარდნენ, გაზარდონ მიზნობრივ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.

Flitt-ს ქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი – ლიდერები ინდუსტრიაში, რომლებსაც საერთო ღირებულებები და მიზნები აერთიანებთ; და რომლებსაც ონლაინგადახდების გარდა, არაერთი ციფრული სერვისი დაუნერგავთ და განუვითარებიათ.

ონლაინგადახდების მნიშვნელობა ბიზნესისათვის

ონლაინგადახდები დღეს უმნიშვნელოვანესია ბიზნესის განვითარებისათვის და მას სთავაზობს ბევრად მეტს, ვიდრე კომფორტია – სერვისი ბიზნესებს აძლევს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე წვდომას, უზრუნველყოფს მაღალ conversion rate-ს, ამარტივებს გადახდების მიღების მენეჯმენტს და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, ასევე ზრდის ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობას.

Რას სთავაზობს Flitt ბიზნესებს?

გადახდის მიღების მრავალფეროვანი მეთოდები 

მერჩანტს შეუძლია გადახდის გვერდი საკუთარ ვებგვერდზე, თავისივე დიზაინით ჩააშენოს ან გადამისამართების საშუალებით, გამოიყენოს  Flitt-ის უკვე არსებული გადახდის გვერდი, რომელსაც გააჩნია  გადახდის ყველა თანამედროვე მეთოდი: Apple Pay, Google Pay, ბარათით გადახდა და სხვა. გადახდების მეთოდები აქტიურდება ერთი გამარტივებული ინტეგრაციით. 

მარტივი ინტეგრაცია და გადახდების მენეჯმენტი

Flitt დეველოპერებს სთავაზობს მარტივად ინტეგრირებად API-ს და მზა SDK ნაკრებებს, ასევე ინტეგრაციის ინსტრუქციის პორტალს და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკურ მხარდაჭერას. მერჩანტებს კი, პერსონალურ სივრცეს, რომელიც ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. აღნიშნული სივრცის მეშვეობით, მათ შეუძლიათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი. 

უსაფრთხოება

ციფრული საფრთხეების ეპოქაში, Flitt მერჩანტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტით, რაც გულისხმობს, რომ სერვისი უსაფრთხოდ ინახავს მონაცემებს და იცავს მომხმარებლის სენსიტიურ ინფორმაციას.

PCI DSS არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სტანდარტი გადახდების პროვაიდერებისთვის მსოფლიოში. მისი სერტიფიკატის მისაღებად, Flitt გადის ყოველწლიურ, დამოუკიდებელ QSA აუდიტს. 

გარდა ამისა, პლატფორმა ფლობს Anti-Fraud-ის ძლიერ შიდა სისტემას, რაც ბიზნესს თაღლითური ტრანზაქციების რისკებს უმცირებს. 

სტაბილურობა

Flitt მუშაობს ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზებისა თუ შეფერხებების გარეშე, ნებისმიერი დროის მონაკვეთში, რაც უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, ზრდის conversion rate-ს და ამცირებს ოპერაციულ ხარვეზებს.

სატესტო გარემო

გადახდების რეალურ გაშვებამდე, ბიზნესებს სატესტო გარემოსა და ბარათების გამოყენებით, მარტივად შეუძლიათ დარწმუნდნენ სისტემის გამართულ მუშაობაში. 

ინტეგრაცია ელკომერციის წამყვან პლატფორმებთან 

Flitt თავსებადია ელექტრონული კომერციის წამყვან პლატფორმებთან, როგორიცაა Shopify, WIX, WooCommerce, CS cart და ა.შ. მათი მზა ინტეგრაციები და პლაგინები ბიზნესს ელექტრონული კომერციის დაწყებასა და განვითარებას უმარტივებს.

ამ ეტაპზე Flitt-ის სერვისებით სარგებლობა საქართველოსა და რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარზე რეგისტრირებულ ბიზნესებს შეუძლიათ, თუმცა მოგვიანებით მისი არეალი გაფართოვდება.

გადახდების მარტივი პლატფორმა ბიზნესის განვითარებისთვის

რა არის ონლაინგადახდების პლატფორმა?

მარტივად რომ ვთქვათ, ონლაინგადახდების პლატფორმა არის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც ბიზნესებს ეხმარება ციფრული გადახდების უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუშავებაში; მათ მომხმარებლებს კი, საშუალებას აძლევს გადაიხადონ მათთვის ყველაზე მისაღები, გადახდის სხვადასხვა მეთოდით- სადებეტო ბარათებით, ციფრული საფულეებით, საბანკო გადარიცხვებით თუ სხვა, რაც აუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას და ზრდის გაყიდვებს.

ეს პლატფორმები შექმნილია ყველა ზომის ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით, დაწყებული მცირე სტარტაპებით, დამთავრებული მსხვილი კომპანიებით და ხელს უწყობს მათი ონლაინ ბიზნესის სწრაფად განვითარებას.

ონლაინგადახდების პლატფორმის შერჩევის მნიშვნელობა ბიზნესისათვის

ელექტრონული კომერციის დინამიკურ სამყაროში ბიზნესებისთვის, რომლებიც იღებენ ან გეგმავენ ონლაინგადახდების მიღებას, ასევე უმნიშვნელოვანესია სანდო და მრავალფუნქციური ონლაინგადახდების პლატფორმის შერჩევა. კარგად შერჩეული პლატფორმა ამარტივებს არა მხოლოდ გადახდების მიღებას, არამედ მათ მენეჯმენტსა და სტრატეგიული ბაზრების ათვისების შესაძლებლობას; ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და ხელს უწყობს ტრანზაქციების სწრაფად ასახვას, რაც საბრუნავი კაპიტალის სტაბილური ნაკადის გარანტია.

ონლაინგადახდების პლატფორმებთან დაკავშირებული გამოწვევები

თუმცა მიუხედავად ამ ბენეფიტებისა, ონლაინგადახდების პლატფორმების გამოყენებისას, ბიზნესი ხშირად გამოწვევებსაც აწყდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

ინტეგრაციის რთული პროცესი – რაც იწვევს დიდი დროის და რესურსის ხარჯვას;უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები – ონლაინგადახდების შემთხვევაში, მომხმარებელთა მონაცემების დაცვა თაღლითობისა და სხვა ტიპის საფრთხეებისგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია;

ოპერაციული ხარვეზები – ტექნიკურმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს გაყიდვების შეფერხება და დაბალი conversion rate;

გადახდის მრავალფეროვანი მეთოდების ნაკლებობა – რაც იწვევს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას;

მომხმარებელთა მხარდაჭერის გამოწვევები – დაგვიანებული კომუნიკაცია და რეაგირება მომხმარებელთა საჭიროებებზე.

როგორ პასუხობს Flitt მსგავს გამოწვევებს და რა არის მისი უპირატესობები

გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები

პლატფორმას აქვს გადახდის მოქნილი მეთოდები: Apple Pay, Google Pay და ბარათით გადახდა, რომლებიც ინტეგრირდება ერთი გამარტივებული ინტეგრაციით. Რაც შეეხება გადახდის გვერდს, მერჩანს შეუძლია ის საკუთარ ვებგვერდზე, მისივე დიზაინით ჩააშენოს, ან გადამისამართების საშუალებით გამოიყენოს Flitt-ის გადახდის გვერდი.

მარტივი ინტეგრაცია

ინტეგრაციის რთული პროცესის გასამარტივებლად, Flitt დეველოპერებს სთავაზობს მარტივად ინტეგრირებად API-ს და მზა SDK ნაკრებებს, ასევე ინტეგრაციის ინსტრუქციის პორტალს და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკურ მხარდაჭერას.

გადახდების მარტივი მენეჯმენტი

მერჩანტებს კი, პერსონალურ სივრცეს, რომელიც ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. აღნიშნული სივრცის მეშვეობით, მათ შეუძლიათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი.

სტრატეგიული ბაზრების ათვისების შესაძლებლობა

Flitt ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, მიიღონ და მართონ გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; გაზარდონ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.

საერთაშორისო გამოცდილება

პლატფორმას საერთაშორისო ბაზარზე ონლაინგადახდების ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება აქვს, რის შედეგადაც ბევრი მნიშვნელოვანი პროდუქტი თუ ფუნქციონალი შეიძინა; რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა, ან ბიზნესისთვის რთულად იყო ხელმისაწვდომი.

ძლიერი უსაფრთხოება

უზრუნველყოფს გარანტირებულ უსაფრთხოებას PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტით, რაც გულისხმობს იმის, რომ მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაცია მაქსიმალურად დაცულია. მერჩანტების ტრანზაქციები შემოწმებას ასევე Anti-Fraud-ის შიდა სისტემაში გადიან, რაც თაღლითობის რისკებს უმცირებთ.

სტაბილური სისტემა

სისტემა მუშაობს გამართულად, ნებისმიერი დროის მონაკვეთში, რაც უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, მაღალ conversion rate-ს და ოპერაციული ხარვეზების შემცირებას.

სატესტო გარემო

გადახდების რეალურ გაშვებამდე, მერჩანტებს აქვთ სრულყოფილი სატესტო გარემო, სისტემური ხარვეზების მაქსიმალურად ასარიდებლად.

ინტეგრაცია პოპულარულ ონლაინ პლატფორმებთან

ინტეგრირებულია პოპულარულ და მოქნილ ონლაინ პლატფორმებთან: Shopify, WIX, WooCommerce, CS cart და სხვა. მათი მზა შაბლონები ბიზნესს ელკომერციის განვითარებასა და ოპერირებას უმარტივებს.

გადახდების საერთაშორისო პლატფორმა

Flitt თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს ონლაინგადახდების საერთაშორისო პლატფორმას სთავაზობს. მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ის გადახდების მართვის მარტივ და უსაფრთხო სერვისს უზრუნველყოფს. Flitt გამოირჩევა გადახდების მიღების მრავალფეროვანი მეთოდებით, რომლებიც ერთ პლატფორმაზეა გაერთიანებული. ბიზნესებს სასურველი გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ცალ-ცალკე აღარ სჭირდებათ – ერთი გამარტივებული ინტეგრაციით, ავტომატურად აქვთ წვდომა პლატფორმაზე არსებულ გადახდის ყველა მეთოდზე.

მიუხედავად იმისა, რომ თიბისის ონლაინგადახდების სერვისი დღემდე მნიშვნელოვან წილს ფლობს ბაზარზე, ელკომერციის განვითარების ტემპიდან გამომდინარე, გუნდმა მისი დამოუკიდებლად განვითარების საჭიროება დაინახა და ონლაინგადახდების პლატფორმა შეიძინა. უპირატესობაა ისიც, რომ ადგილობრივ გუნდს მაღალკვალიფიციური საერთაშორისო სპეციალისტები შემოუერთდა.

  • პლატფორმას საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. Flitt ფლობს ისეთი მნიშვნელოვან პროდუქტებსა და ფუნქციონალს, რაც აქამდე, ბიზნესებისთვის რთულად ან საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი.
  • მერჩანტებს სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინგადახდების მენეჯმენტი პლატფორმის ერთი ინტეგრაციით შეუძლიათ, რაც მათ სტრატეგიული ბაზრების ათვისებას უმარტივებს.
  • ასევე ერთი მარტივი ინტეგრაციით ხდება გადახდების თანამედროვე მეთოდების გააქტიურება: Apple Pay, Google Pay, ბარათის მონაცემებით გადახდა და სხვა.
  • მერჩანტს შეუძლია გადახდის გვერდი საკუთარ ვებგვერდზე თავისივე დიზაინით ჩააშენოს, ან გადამისამართების საშუალებით გამოიყენოს Flitt-ის გადახდის გვერდი.
  • ინტეგრაციის რთული პროცესის გასამარტივებლად, დეველოპერებს სთავაზობს მარტივად ინტეგრირებად API-ს და მზა SDK ნაკრებებს, ასევე ინტეგრაციის ინსტრუქციის ონლაინპორტალს და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკურ მხარდაჭერას.
  • ბიზნესებს თავად შეუძლიათ გადახდებისა და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
  • Flitt უზრუნველყოფს გარანტირებულ უსაფრთხოებას PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტით, რაც გულისხმობს იმის, რომ მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაცია მაქსიმალურად დაცულია;
  • ონლაინგადახდები შემოწმებას Anti-Fraud-ის შიდა სისტემაში გადიან, რაც ბიზნესს თაღლითური ტრანზაქციების რისკებს უმცირებს. სისტემის გამართული მუშაობა კი უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, ზრდის Сonversion Rate-ს და ამცირებს ოპერაციულ ხარვეზებს;
  • Flitt ინტეგრირებულია პოპულარულ და მოქნილ ონლაინ პლატფორმებთან: Shopify, WIX, WooCommerce, CS cart და ა.შ.
აღნიშნული ფუნქციონალები Flitt-ს აძლევს შესაძლებლობას იყოს ონლაინგადახდების ლიდერი პლატფორმა რეგიონში. პირველ ეტაპზე Flitt-ის სერვისებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიღებული გადახდების მართვა საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებზე რეგისტრირებულ ბიზნესებს შეუძლიათ, მომავალში კი მისი არეალის გაფართოება იგეგმება.