გაზარდე ბიზნესის შემოსავალი და მომხმარებელს გადახდის საუკეთესო გამოცდილება შესთავაზე
ელკომერციის განვითარების მნიშვნელობა ბიზნესებისთვის
დღევანდელ ციფრულ სამყაროში ბიზნესებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სტარტაპია თუ მსხვილი კომპანია, ეფექტური ოპერირება და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ელკომერციის განვითარების გარეშე თითქმის შეუძლებელია, რადგან ონლაინგაყიდვების სერვისს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანი სარგებელი და შესაძლებლობები მოაქვს, ვიდრე ხშირ შემთხვევაში აღიქმება.
გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს უქმნის კომფორტს, ონლაინგაყიდვები ბიზნესებს ეხმარება სტრატეგიული ბაზრების მარტივად ათვისებაში, conversion rate-ის გაუმჯობესებაში, ოპერაციული ხარჯების შემცირებასა და ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ბიზნესის სწრაფად განვითარებას.
თუმცა, მიუხედავად ინდუსტრიის ამხელა პოტენციალისა, არსებობს ბევრი გამოწვევა, რომელსაც ბიზნესები აწყდებიან და რომლებიც აფერხებს მათ წარმატებას: ონლაინგადახდების მარტივად მიღება და მართვა, კიბერსაფრთხეების ეპოქაში უსაფრთხოების შენარჩუნება, ბაზარზე ტექნოლოგიურად განვითარებული გადახდების პლატფორმების ნაკლებობა და სხვა.
რაში დაეხმარება ელკომერციას Flitt?
საქართველოში ელკომერცია 2009 წელს შემოვიდა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნელი ტემპებით ვითარდებოდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ბაზარზე მოქნილი, მრავალფუნქციური და ტექნოლოგიურად განვითარებული ონლაინგადახდების პლატფორმების ნაკლებობა იყო. სწორედ ამიტომ შეიქმნა საერთაშორისო ონლაინგადახდების პლატფორმა Flitt, რომელიც ბიზნესებს აძლევს ყველანაირ შესაძლებლობას ელექტრონული კომერციის კონკურენტულ გარემოში ლიდერი პოზიციების მარტივად დასაკავებლად.
უფრო დეტალურად რას გთავაზობთ Flitt:
გადახდის მოქნილი მეთოდები: Flitt თქვენი ბიზნესის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადონ მათთვის ყველაზე მისაღები, გადახდის სხვადასხვა მეთოდით- Apple Pay, Google Play, ბარათით გადახდა თუ სხვა, რაც აუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას და ზრდის გაყიდვებს. ამასთან, ბიზნესებს გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ცალ-ცალკე აღარ სჭირდებათ – ერთი გამარტივებული ინტეგრაციით, ავტომატურად აქვთ წვდომა პლატფორმაზე არსებულ გადახდის ყველა მეთოდზე.
რაც შეეხება გადახდის გვერდს, მერჩანტს შეუძლია ის საკუთარ ვებგვერდზე, თავისივე დიზაინით ჩააშენოს ან გადამისამართების საშუალებით, გამოიყენოს Flitt-ის გადახდის გვერდი.
მერჩანტებს გადახდების მიღება ბმულითაც შეუძლიათ, რა შემთხვევაშიც ვებგვერდი აღარ სჭირდებათ. გადახდების ბმულით მიღება განსაკუთრებით კომფორტულია მცირე ზომის ონლაინ მაღაზიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვებგვერდი.
მარტივი ინტეგრაცია: Flitt-ის მარტივი API-ს, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების (SDK) ნაკრებებისა და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკური მხარდაჭერის დამსახურებით, დეველოპერებისთვის სერვისის ინტეგრაცია უმარტივესია- ზედმეტი დროის, რესურსებისა და ძალისხმევის ხარჯვის გარეშე.
გადახდების მენეჯმენტი: Flitt-ის მერჩანტებს აქვთ პერსონალური სივრცე, რომელიც ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. აღნიშნული სივრცის მეშვეობით, მათ შეუძლიათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი.
უსაფრთხოება: კიბერსაფრთხეების ეპოქაში, Flitt მერჩანტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს PCI DSS სტანდარტების დაცვით. PCI DSS არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სტანდარტი გადახდების პროვაიდერებისთვის მსოფლიოში. Flitt-ი შეესაბამება PCI DSS Level 1-ს, რაც ადასტურებს მონაცემების უსაფრთხოდ შენახვასა და სენსიტიური ინფორმაციის დაცვას.
სტრატეგიული ბაზრების ათვისების შესაძლებლობა: Flitt ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, მიიღონ და მართონ გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
სტაბილური: Flitt მუშაობს შეფერხებების გარეშე ნებისმიერი დროის მონაკვეთში, რაც უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, ზრდის conversion rate-ს და ამცირებს ოპერაციულ ხარვეზებს.
ვებ-კონსტრუქტორი: Flitt გადახდების მიღებას უმარტივებს იმ კომპანიებსაც, ვისაც ვებგვერდის შექმნის რესურსი არ აქვთ. პლატფორმა ფლობს ვებ-კონსტრუქტორს, რომლის დახმარებითაც მერჩანტებს 5 წუთში შეუძლიათ შექმნან საკუთარი ვებგვერდი.
ვებ-კონსტრუქტორი უფასოა და გადახდების მიღება ჩართულია ნაგულისხმევი წესით.